დახმარება
აქ ნახავ, რა გააკეთო, თუ რამე არ მუშაობს. თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, მოგვწერე: [email protected]
დადასტურების კოდი არ მოვიდა
- შეამოწმე „Spam“ ან „Promotions“ საქაღალდე.
- კოდი 15 წუთი მოქმედებს; ახალი კოდის მოთხოვნა ერთ წუთში შეიძლება.
- დარწმუნდი, რომ ელ. ფოსტა სწორად ჩაწერე.
ვერ შევდივარ ანგარიშზე
- რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შესვლა 15 წუთით იბლოკება — ცოტა ხანში სცადე.
- პაროლის აღსადგენად დააჭირე „დაგავიწყდა პაროლი?“: ბმული ერთი საათი მოქმედებს და ერთხელ გამოიყენება.
- თუ Google-ით ან Facebook-ით დარეგისტრირდი, იმავე ღილაკით შედი.
- თუ რეგისტრაცია არ დაგიდასტურებია, შესვლის გვერდიდან კოდის შეყვანაზე გადადი.
ფოტო არ იტვირთება
- ფორმატი: JPEG, PNG ან WebP; ფაილი — 10 მბ-მდე.
- თითო მხარე მინიმუმ 300 პიქსელი; ერთ განცხადებაში — 10 ფოტომდე.
- ფოტოს მეტამონაცემები, მაგალითად GPS მდებარეობა, ატვირთვისას იშლება.
განცხადება აღარ ჩანს
განცხადება საიტზე 30 დღე ჩანს, ვადის გასვლის შემდეგ ქრება და ერთ კვირაში ფოტოებთან ერთად იშლება — ამიტომ ვადის გასვლამდე განაახლე. დაარქივებული განცხადება მხოლოდ შენ გიჩანს; ვადის განმავლობაში მას „ჩემი განცხადებებიდან“ აღადგენ.
გადახდა ვერ შესრულდა
- გადახდის სტატუსი გადახდის გვერდზე ჩანს. ბანკის დადასტურებას ზოგჯერ რამდენიმე წუთი სჭირდება.
- თუ თანხა ჩამოგეჭრა, ბალანსზე კი არ აისახა, მოგვწერე გადახდის თარიღი და თანხა.
არასწორი განცხადების შეტყობინება
თუ განცხადება ყალბია, სხვისი ნამუშევარია ან წესებს არღვევს, მოგვწერე მისი ბმული და მიზეზი.
წესები და პირობები →