მონაცემების წაშლა

ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი ანგარიშისა და პერსონალური მონაცემების წაშლა — მათ შორის, თუ Facebook-ით, Google-ით ან Apple-ით შედიოდი.

ბოლო განახლება: 2026 წლის 7 ოქტომბერი

როგორ მოითხოვო წაშლა

  • მოგვწერე [email protected]-ზე იმ ელ. ფოსტიდან, რომლითაც ანგარიში გაქვს; თემა: „მონაცემების წაშლა“.
  • თუ სოციალური ქსელით შედიოდი, მიუთითე, რომლით.
  • საჭიროების შემთხვევაში ვინაობის დადასტურებას გთხოვთ.

მოთხოვნას კანონით დადგენილ ვადაში შევასრულებთ და წაშლის შემდეგ ელ. ფოსტით გაცნობებთ.

რა წაიშლება

  • ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა და ტელეფონი;
  • განცხადებები და მათი ფოტოები;
  • რჩეულები;
  • დაკავშირებული სოციალური ანგარიშები;
  • შენახული ბარათები (ბანკის ტოკენები).

რა შეიძლება დარჩეს

ბალანსისა და გადახდების ჩანაწერებს შეიძლება იმ ვადით ვინახავდეთ, რასაც კანონი (მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის წესები) ითხოვს. თუ ბალანსზე თანხა გაქვს, მოთხოვნაში ეს მიუთითე.

თავადაც შეგიძლია

  • დაკავშირებული სოციალური ანგარიში კაბინეტის „უსაფრთხოების“ გვერდზე გათიშო;
  • განცხადებები „ჩემ განცხადებებში“ დაარქივო — საიტზე ისინი აღარ გამოჩნდება;
  • Facebook-ში: „Settings & privacy“ → „Settings“ → „Apps and websites“ → Khelovneba.ge → „Remove“;
  • Google-ში: „Third-party apps & services“ (myaccount.google.com/connections) → Khelovneba.ge → წვდომის გაუქმება;
  • Apple-ში: account.apple.com → „Sign in with Apple“ → Khelovneba.ge → გამოყენების შეწყვეტა.