ჩვენს შესახებ
Khelovneba.ge არის ონლაინ სივრცე, სადაც მხატვრები, ოსტატები და ხელნაკეთი ნივთების შემქმნელები თავიანთ ნამუშევრებს აქვეყნებენ, მყიდველები კი მათ მარტივად პოულობენ.
ჩვენი მიზანი
გვინდა, რომ ქართული ხელოვნება და ხელნაკეთი ნივთები უფრო ხელმისაწვდომი და ხილული იყოს — როგორც გამოცდილი ოსტატების, ისე დამწყები ავტორების ნამუშევრები.
რას იპოვი საიტზე
ნამუშევრები კატეგორიებადაა დალაგებული: ფერწერა, გრაფიკა, ხატწერა, ხეზე და ქვაზე კვეთა, ქანდაკება, კერამიკა, მინანქარი, სამკაული, ქსოვა, ფოტოგრაფია და სხვა.
მოძებნე სახელით, გაფილტრე კატეგორიით, ტექნიკით, ფასით, წლითა და ზომით, მოწონებული ნამუშევრები კი რჩეულებში შეინახე.
როგორ ხდება ყიდვა-გაყიდვა
ყიდვა-გაყიდვა პირდაპირ მყიდველსა და გამყიდველს შორის ხდება: განცხადებაზე გამყიდველის ტელეფონის ნომერია, ფასსა და მიწოდებაზე კი თავად თანხმდებით. Khelovneba.ge გაყიდვიდან საკომისიოს არ იღებს.
გამყიდველებისთვის
განცხადების დამატებას რამდენიმე წუთი სჭირდება და გამოქვეყნებისთანავე ჩანს საიტზე. მეტი ხილვადობისთვის შეგიძლია განცხადება განაახლო ან SUPER VIP, VIP+ ან VIP სტატუსი მიანიჭო.
როგორ მუშაობს →